„ყველაფერზე უნდა წავიდეთ“ – როგორ ყრიან საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ყუთში – ვიდეო

ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა – კადრებში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები კომისიის წევრების ნაწილს გამორთული ეგონა, რადგან კამერის უკან არავინ იდგა, თუმცა, ის მუდმივად ჩართული იყო და ყველაფერს უწყვეტ რეჟიმში იწერდა.

დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც ხალხის რეგისტრაციას ახდენდნენ, სიებში ამომრჩევლის ნაცვლად აწერდნენ ხელს და ბიულეტენში 48-ს ხაზავდნენ. მათ ეს ბიულეტენები მაგიდაზე მოაგროვეს. შემდეგ კი შეშის ღუმლიდან, რომლითაც უბანზე თბებოდნენ, ოთახში კვამლი დადგა. კომისიის წევრებს თვალები აეწვათ და სუფთა ჰაერზე გავიდნენ, ამ დროს კი ორმა ქალბატონმა საარჩევნო ურნაში ბიულეტენები ჩაყარა.

„ყველაფერზე უნდა წავიდეთ“ – ამის შესახებ ქართული ოცნების დამკვირვებელმა განაცხადა. ის უბანზე დამონტაჟებულმა კამერამ მაშინ ჩაწერა, როდესაც კომისიის გამოცდილი წევრი, ახალბედა გოგონას დახმარებით, ბოლნისის ერთ-ერთ უბანზე არჩევნებს აყალბებდა.

ერთ-ერთმა კომისიის წევრმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციაზე სახელად “არჩევნების გაყალბება” წელს ყველა რეკორდი მოიხსნა.

დმანისის 24-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდო ერთხელ, ცოტა ხანში მეორედ, მესამედ, მეოთხედ კი დახმარება კოლეგას სთხოვა და ისიც კამერას აეფარა. ასეთ ვითარებაში კომისიის თავმჯდომარემ იგივე ქმედება რამდენჯერმე გაიმეორა.

საარჩევნო კაბინა ზოგიერთ უბანზე მხოლოდ სიმბოლურად იდგა. იქ, თითქმის, არავინ შესულა. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება შეიმჩნეოდა.

აბაშის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების პარალელურად, გაურკვეველი, შავქურთუკიანი მამაკაცები იდგნენ და მოქალაქეების არჩევანს ღიად აკონტროლებდნენ. ვიდეოკადრებიდან კარგად ჩანს მათი მთავარი ფუნქცია – სარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩევლისთვის ბიულეტენის შემოწმება.

ბოლნისში საარჩევნო კომისიის წევრი ნაცნობ მაყურებელს ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზაციას სთხოვს. კომისიის წევრს მზად აქვს სია, ვინც მუნიციპალიტეტში არ უნდა შეუშვას და მზად აქვს ილეთებიც, რომლითაც ოპოზიციის მხარდამჭერებს უნდა გაუსწორდეს.

სენაკის მე-4 უბანზე ხმაური გაყალბებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის სავარუდო მცდელობას მოჰყვა. კომისიის წევრმა იცნო მისივე მეზობელი გიორგი ლომია, თუმცა, წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ის ამტკიცებდა, რომ გია ცხადაია იყო. კომისიის წევრები მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მაინც აძლევდნენ და ოპოზიციის წარმომადგენელს არწმუნებდნენ, რომ ამომრჩეველი დედის გვარზე გადავიდა.

სენაკის მე-14 საარჩევნო უბნის კომისიის წევრს, ნატო ქარაიას, მისმა კოლეგა ხელსახოცში გახვეული ბიულეტენი მიაწოდა. ქარაიამ ის კონვერტში ჩადო. როცა ამომრჩეველი ყუთთან მივიდა, მან წინასწარ გამზადებული ბიულეტენი, ამომრჩეველის ბიულეტენთან ერთად, ყუთში ზედმეტი ხმაურის გარეშე, მოხერხებულად ჩააგდო. იგივე მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორა.

კურიერის ინფორმაციით, ნატო ქარაიას შვილი პატიმარია. ის სასჯელს იარაღის ტარებისთვის იხდის. სავარაუდოა, რომ ხელისუფლების რჩეული კანდიდატის სასარგებლოდ, პატიმრის დედამ სწორედ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, იმუშავა. კურიერის გამოჩენამ და ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მის მიერ ბიულეტენების ჩაყრა კამერამ დააფიქსირა, ნატო ქარაიას აგრესია გამოიწვია.

დაწყებითი კლასის პედაგოგმა კარი ჩაკეტა და ბავშვებს საკლასო ოთახიდან გარეთ არც შესვენებაზე უშვებდა, ნატო ქარაია დერეფანში მხოლოდ დირექტორის ჩარევის შემდეგ გამოვიდა.

რუსთავი 2

გაყალბების სკანდალური კადრები საარჩევნო უბნებიდან

სკანდალური კადრები საარჩევნო უბნებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდაარჩევნების გაყალბების შესახებ დეტალურად ნახეთ ბმულზე http://rustavi2.ge/ka/news/121227?fbclid=IwAR1zt_EfX1YBBMaXQNfsvG7YR6N20gYKe6PZ8ViH_X6T9nccrj5-elJ8hYs

Gepostet von Rustavi 2 am Samstag, 15. Dezember 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019