ქუთაისი-მილანის თვითმფრინავში ქართველი ქალი გარდაიცვალა

ქუთაისი-მილანის თვითმფრინავში ქართველი ქალი გარდაიცვალაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მილანის მიმართულებით მოძრავ თვითმფრინავში ქალბატონი გარდაიცვალა.
როგორც აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, ქალბატონო თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ბელგრადში დაჯდა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

“საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონი ცუდად გახდა, თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ბელგრადში დაჯდა, თუმცა სამწუხაროდ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო,”- განაცხადეს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში.

აიპრესი