რა შემთხვევაში არ დაიხურება რუსთავის მეტალურგიული – კომპანია მთავრობას 3 პირობას უყენებს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ამჟამად მიმდინარეობს საწარმო სიმძლავრეების ეტაპობრივი შემცირება, ირანიდან შემოსული დაბალხარისხიანი დემპინგური პროდუქციის გამო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სამუშაო ადგილები. შემდგომ გადაწყვეტილებას კომპანია მიიღებს 2019 წლის იანვარში და ის დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია საჯაროდ, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ფოლადის ბაზარზე შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, რადგან არ იყო მიღებული ზომები დემპინგური იმპორტის შესაჩერებლად. ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ფოლადის ადგილობრივი მწარმოებლები, სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან შედარებით, ჩაყენებული არიან არათანაბარ საბაზრო პირობებში. ჩვენ ვითხოვთ მთავრობის შემდეგ მოქმედებებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად:

1. შეჩერდეს ირანიდან დემპინგური პროდუქციის იმპორტი;

2. აღდგეს ფოლადის ბაზარზე სიმეტრიული სავაჭრო პირობები სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან – შეგახსენებთ, რომ ჩვენ საექსპორტო პროდუქციას სხვადასხვა სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები ექმნება აზერბაიჯანში, უკრაინაში, ირანში, თურქეთში, აშშ-ში, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან ფოლადის პროდუქცია საქართველოში შეუფერხებლად შემოდის;

3. შეჩერდეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილი ზრდა – პარლამენტში აჩქარებული წესით განიხილება შესაბამისი კანონი.
როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კონკურენტული წარმოება, ჩვენ ვემხრობით თავისუფალ ვაჭრობას. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ თავისუფალი ვაჭრობის სიმეტრიული წესების დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018