“რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ – კალაძემ თაკო ჩარკვიანზე თავდასხმა შეაფასა

ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას საჯაროდ ახალისებს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, ქუთაისის აეროპორტში, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ვინც რას დასთესს, იმას მოიმკის”. კალა კალაძე და ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიმართ ძალადობა თავად ოპოზიციის ბრალია.

კალაძემ პრაქტიკულად გაამართლა ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმა და სამომავლოდ მწვანე შუქი აუნთო ყველანაირ ძალადობას ოპონენტების მიმართ.

ამ ფორმით კალაძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის საკრებულოს პროტოკოლის ხელმძღვანელს, დავით მაჭავარიანს, რომელიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხა.

„დათო უპატიოსნესი ადამიანია მართლაც. მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.

ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა ჩემს გამოსვლაში და ინტერვიუსი მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში. პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და არავის უნდა გაუკვირდეს,რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს.

“რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ – ხომ იცით ეს გამონათქვამი.

კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ,ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?“ – ამბობს კალაძე.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018