რატომ უჩივლა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა.

კურიერს სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა.

საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი.

კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა.

სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 სექტემბრიდან იწყება, როდესაც პრემიერის დედამ ორი მოქალაქისაგან, ჯამში, 120 ათასი დოლარი ისესხა. ფულის დაბრუნების გარანტად კი გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით მცხეთაში მამუკა ბახტაძის ოთხსართულიანი სახლი დატვირთა.

კურიერის მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამუკა ბახტაძემ დედას უფლება მისცა, მისი სახლი იპოთეკით დაეტვირთა და სესხი აეღო.

მოქალაქე იამზე კალანადაძისა და კიდევ ერთი პირისგან მანანა ნატიაშვილმა, ჯამში, 120 ათასი დოლარი სამი თვით ისესხა, თვეში სარგებელი თანხის 4% ანუ 4800 დოლარი უნდა გადაეხადა და ფული წლის ბოლოს უკან უნდა დაებრუნებინა.

ირკვევა, რომ პრემიერის დედამ ფული უკან არ დააბრუნა, ამიტომ იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროს მიმართეს და 2012 წლის ზაფხულში მამუკა ბახტაძის ოჯახს მცხეთის სახლიდან ასახლებდნენ, პრემიერის სახლი იძულებით აუქციონზე გასაყიდად გაჰქონდათ. სწორედ ამ დროს დაიწყო მოქმედება მამუკა ბახტაძემ და დედას სასამართლოში უჩივლა.

ბახტაძე ასაბუთებდა, რომ დედამ, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ცხოვრობდა და რომელსაც მისცა უფლება, მისი სახელით ქონება იპოთეკაში ჩაედო, სესხი ისე აიღო, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა.

პრემიერის ოჯახს არ სურს, სკანდალურ საქმეზე განმარტებები გააკეთოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ირკვევა, რომ 2013 წელის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ბახტაძე უკვე ოცნების გუნდის მაღალჩინოსანი იყო, სასამართლომ გააუქმა იძულებითი გამოსახლების და ვალის ხელშეკრულებები.

ვალი კერძო იპოთეკარებს არ დაუბრუნეს. ამიტომ იამზე კალანდაძემ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერის დედის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია. სასამართლომ თქვა, რომ პრემიერმა დედას სესხის აღების უფლება მხოლოდ ბანკიდან მისცა და არა კერძო იპოთეკარისგან, ამიტომ იამზე კალანდაძეს და კიდევ ერთ მოქალაქეს ფული უკან არ დაუბრუნეს.

კალანდაძე ადასტურებს, რომ მამუკა ბახტაძის დედას თანხა ნამდვილად ასესხა და ბახტაძემ მას სასამართლოშიც უჩივლა. თუმცა, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე კალანდაძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ სადავო თანხას უბრუნებდნენ.

ვალი ია კალანდაძემ 6 წლის შემდეგ იმ პირობით დაიბრუნა, რომ საქართველოს მთავრობაში დანიშნული მამუკა ბახტაძის სახელს აღარ ახსენებდა და აღარც სკანდალურ სასამართლო პროცესზე ისაუბრებდა, როდესაც საკუთარ დედას მოქმედმა პრემიერმა უჩივლა.

ფული ია კალანდაძეს მამუკა ბახტაძის ძმამ მიუტანა და უთხრა, რომ ეს საკითხი სამუდამოდ დაევიწყებინა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018