რივერ პლეიტი კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულია

რივერ პლეიტი კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულიარივერ პლეიტმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბოკა ხუნიორსი 3:1 დაამარცხა და კოპა ლიბერტადორესი მოიგო. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი კი მადრიდში ჩატარდა, რადგან რივერ პლეიტის გულშემატკივრებმა ბოკა ხუნიორსის ავტობუსს ქვები ესროლეს და ამის გამო რივერი დაისაჯა.

მადრიდში შეკრებილმა გულშემატკივარმა შესანიშნავი სანახაობა იხილა და რივერ პლეიტს გასამარჯვებლად დამატებითი დრო დასჭირდა, რადგან ძირითად დროში შეხვედრა 1:1 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი კოლუმბიელმა ხუან კინტერომ გაიტანა და თავის გუნდს ნანატრი ტიტული მოუტანა.

რივერ პლეიტმა თავის ისტორიაში ლიბერტადორესის თასი მეხუთედ მოიგო.