როგორ ცხოვრობს მარტო ნოე სულაბერიძე

როგორ ცხოვრობს მარტო ნოე სულაბერიძეგადაცემა “პრაიმ შოუს” წამყვანებმა წინასაახალწლოდ მაყურებელს ოჯახურ გარემოში უმასპინძლეს.
მართალია, წამყვანი და პროდუსერი ნოე სულაბერიძე დედის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს, მაგრამ შვილები ხშირად სტუმრობენ. საგანგებოდ მათთვის მამა სადილზე ზრუნავს და ბავშვებს საკუთარი ხელით მჭადებს უცხობს.
ემოციური აღმოჩნდა ვიდეოს ის ნაწილი, სადაც ნოე დედაზე საუბრობს.. თურმე, ქალბატონი ლილი ხშირად უტოვებდა შვილს წერილებს, რომლის მეშვეობითაც საკუთარ შეხედულებებს, სურვილებსა და რჩევებს უზიარებდა,

“მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო იმის დაწერა, რაც ისედაც მესმოდა, ვბრაზობდი და ვჩხუბობდი ამაზე. ახლა ამ წერილებს ვეღარ ვეკარები. სამწუხაროა, რომ ასეთ დეტალებს თავის დროზე ვერ ვაფასებთ… ვაგროვებდი და ერთად მაქვს თავმოყრილი წერილები, მაგრამ ახლა მიმძიმს წაკითხვა” – ამბობს ნოე.

მშობლები