სააკაშვილი: “ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოში დარჩნენ მხოლოდ თვითონ, ბერა და მისი მონები” 

სააკაშვილი: "ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოში დარჩნენ მხოლოდ თვითონ, ბერა და მისი მონები" საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოში “დარჩნენ მხოლოდ თვითონ, ბერა და მისი მონები.”

“პოლონეთში უბერი გამოვიძახე,გორელი ბიჭი გიორგი აღმოჩნდა,2 თვეა ჩამოსული.მისი თქმით,ბოლო 3 თვეში დაახლოებით 5 ჯერ გაიზარდა საქართველოდან ჩამოსული ხალხის რაოდენობა.უჭირთ აქაც…საერთო საცხოვრებელის ოთახში სხვა 5 ქართველთან ერთად ცხოვრობს,12-14 საათი მუშაობს,მაგრამ საქართველოში პერსექტივა მთლიანად მოშლილია.ზუსტად ეს უნდა ივანიშვილს-კიდევ მილიონმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა და იქ დარჩნენ მხოლოდ თვითონ,ბერა და მისი მონები”- წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

mkhare.ge