სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ხვალ მედიასთან ერთად მივა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ხვალ მედიასთან ერთად მივაპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, ხვალ მივა ათონელის რეზიდენციაში და ეს იქნება მედიასთან ერთად, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელის შიდა ნაწილში სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, პრეზიდენტი საქმიანობას დროებით დაიწყებს ადმინისტრაციულ ფლიგელში.

„ხვალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელი უკვე მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი უკვე გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინქციონირებაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას”,- განაცხადა მან.

ინტერპრესნიუსი