სალომე ზურაბიშვილი თელავში ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი თელავში ჩავიდასალომე ზურაბიშვილი უკვე თელავშია. მასთან ერთად იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 4 საათი რჩება.

ინაუგურაციის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნს საპატრიარქოს გუნდი შეასრულებს. ხოლო მრავალჟამიერს „ქართული ხმები“.

„ქალბატონი სალომეს და ჩვენი მეგობრის, რეჟისორის ბასა ფოცხიშვილის თხოვნით „ქართულმა ხმებმა“ უნდა ვიმღეროთ კიდევ პლიუს… მე სიამოვნებით დავეთანხმე იმიტომ, რომ დღესასწაულია დღეს ჩვენთვის და საქართველოსთვის, პირველი პრეზიდენტი ქალბატონი, ლამაზია ყველაფერი. ჰიმნს მღერის საპატრიარქოს გუნდი და ჩვენ ვიმღერებთ გრძელ კახურ მრავალჟამიერს, სამი ანსამბლი – “ერისიონი“, „რუსთავი“, ქართული ხმები“ – ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი.

ამ წუთებში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს ინაუგურაციისთვის. ბატონის სასახლეში ჯერ გიორგი მარგველაშვილი შემოვა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტიც სწორედ ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დაიფიცებს. სწორედ ამ ცერემონიის შემდეგ შევა ძალაში, საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

ინაუგურაციის პარალელურად კი თელავის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მასშტაბურ აქციას გამართავს და არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს.

რუსთავი 2