სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე თელავში ქვემეხს გაისვრიან

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე თელავში ქვემეხს გაისვრიანთელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან “ერთობლივი გასროლა” მოხდება.
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან მოქალაქეებს ამ ინფორმაციის გავრცელებას სთხოვენ.

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში 16 დეკემბერს გაიმართება.

ინაუგურაციის ღონისძიების სამზადისი ამ დრომდე გრძელდება.

ძირითადი სამუშაოები კი თითქმის დასრულებულია.

ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს.

პირველი