საქართველოს საელჩო საფრანგეთში ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში ქართველებს აფრთხილებსსაფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

„შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. “ყვითელჟილეტიანების” საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრაიმ ტაიმი