“სიგნალია, ბევრია გამოსასწორებელი” – მმართველი გუნდი აშშ-ის დეპარტამენტის მწვავე შეფასებს ეხმაურება

"სიგნალია, ბევრია გამოსასწორებელი" - მმართველი გუნდი აშშ-ის დეპარტამენტის მწვავე შეფასებს ეხმაურებასაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ამერიკის შეერთებული შტატების უმწვავეს შეფასებას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

“ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან, მომავალში გარკვეულ საკითხებზე იმუშაონ, რათა საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს.

„სიგნალია, რასაკვირველია, უფრო უნდა დაიხვეწოს. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ველზე საქმიანობის ამ ნაწილს, რომელიც შეეხება არჩევნებს, ზოგადად პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებს, ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ ეს მხოლოდ სახელისუფლებო რგოლს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს დღესდღეობით გააჩნია, ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან თუ არსებობს კითხვები, მზად არიან, საზოგადოებას უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნები შესთავაზონ.

„თუ ეს საერთაშორისო სტანდარტს სცილდება, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამის დახვეწაზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მაგრამ საჩივრების რაოდენობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო განსაკუთრებული დარღვევა, განსაკუთრებული რაოდენობის,“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.