სომხეთში 30 წლის წინ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწიძვრა მოხდა

სომხეთში 30 წლის წინ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწიძვრა მოხდა1988 წლის 7 დეკემბერს 11:41 საათზე სომხეთში სპიტაკის 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს მიწიძვრა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი და ნახევარმა მილიონმა სახლი დაკარგა. რამდენიმე ქალაქი და სოფელი ნაწილობრივ ამ მთლიანად გაქრა.

სომხეთის მოსახლეობის დასახმარებლად მთელი მსოფლიო მზად იყო. მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლება ქალაქების აშენებას მოკლევადიან პერიოდში შეჰპირდა.

ზუსტად 30 წლის შემდეგ, ბევრი დაშავებული დღემდე ცხოვრობს დროებით საცხოვრებელში. ქალაქ გიუმრიში (სადაც დაიღუპა 14 ათასი ადამიანი) არც ეკონომიკა, არც ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი არ აღდგენილა.

იმედინიუსი