სოსო ხვედელიძე – “გასაგებია, რომ უარყოფითი შეფასება აქვს ჩემს პერსონაჟს, მაგრამ უკვე ძაან დამღლელია…”

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი საკმაოდ დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. ქეთის ღალატმა ყველ თემა გადაფარა და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაყურებელი გულისფანცქალით ელოდა ქეთის გადაწყვეტილებას, უღალატებდა თუ არა ქმარს. და ეს სერიაც დადგა…
აჩიკოს როლის შემსრულებელს, მსახიობ სოსო ხვედელიძეს საკმაოდ „მძიმე მისია“ ერგო. მას საზოგადოების მხრიდან დიდი რისხვა დაატყდა თავს, ამას ის კომენტარები მოწმობს, რასაც მისი მისამართით წერენ. ამ ფაქტს მასახიობი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეხმაურება.
„მეგობრებო, თხოვნით მოგმართავთ!!!! გასაგებია, რომ უარყოფითი შეფასება აქვს ჩემს პერსონაჟს და თუ დავინტერესდები, თვითონ შევამოწმებ ყველაფერს… აღარ გამომიგზავნოთ სქრინშოთები უარყოფითი კომენტარების!!! თუ ამით სოლიდარობას გამოხატავთ, დიდი მადლობა…. ძალიან დამღლელია უკვე და ძალიან გთხოვთ!!!“, – წერს მსახიობი.

სოსო ხვედელიძემ 2008 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის, ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის და სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. თეატრში ნათამაშები აქვს არაერთი საპასუხისმგებლო როლი. გადაღებულია სერიალ „ტიფლისში“ და „გიორგი VII“, ციკლიდან “გააგრძელე საქართველოს ისტორია“.

მშობლები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018