“სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს” – რას ყვება მინდია გოგოჭურის ნაქირავები ბინის მეპატრონე

"სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს" - რას ყვება მინდია გოგოჭურის ნაქირავები ბინის მეპატრონესპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე იმ ბინის მეპატრონემ განუცხადა, რომელშიც მინდია გოგოჭური დაკავებამდე ცხოვრობდა.

ია სეხნიაშვილის თქმით, ბინის გაქირავებამდე ის მინდია გოგოჭურს არ იცნობდა და მისთვის არც რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია.

„მე მეზობლებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ ხმაური იყო, სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, ცოტა ხანი რომ მოეცადათ, სად წავიდოდა ადამიანი, აქ ხომ მეორე და მესამე გასასვლელი არ არის. ჩამოანგრიეს კარი, შემოცვივდნენ. მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს. არ ვიცნობდი, მოვიდა ადამიანი და სახლი მივაქირავე.

"სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს" - რას ყვება მინდია გოგოჭურის ნაქირავები ბინის მეპატრონე1 ნოემბერს რემონტი დავასრულე და 16 ნოემბერს ბინა პირდაპირ მინდია გოგოჭურზე გავაქირავე. რამე რომ შემემჩნია, საკუთარ თავს საფრთხის წინაშე ნამდვილად არ დავიყენებდი. იარაღის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ეს ბინა პოლიციამ უკვე ნახა და გატეხილ კარს ვდარაჯობ. ყველა სამუშაო პოლიციამ ღამით ჩაატარა”,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ბინა მან 6 თვით გააქირავა.

“წყვილი იყვნენ მოსული თვითონ და თავის ცოლი. ერთი თვეც არ გასულა. ძალიან მშვენიერი ნორმალური წყვილი ჩანდა, არაფერი არ შემიმჩნევია,”-განაცხადა ია სეხნიაშვილმა.

ბინის მესაკუთრის თქმით, პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.