სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში" 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალაგუშინ 15 დეკემბერს, შუადღეზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მამაკაცი სუპერმარკეტში პურის საყიდლად იყო შესული და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.