სვეტლანა ამოევას მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურებასაც ედავებიან

სვეტლანა ამოევას მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურებასაც ედავებიან26 ნო­ემ­ბერს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 25 წლის გ.ხ-ს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც ედე­ბა ბრა­ლად. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, მკვლე­ლო­ბა 26 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მოხ­და. 25 წლის მდგმურ­მა ბი­ნის დი­ა­სახ­ლი­სი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლი 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვაა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­დას­თან ერ­თად გი­რა­ობ­და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ერთ ოთახს და დი­ა­სახ­ლი­სიც მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. 25 წლის ახალ­გაზ­რდა არ მუ­შა­ობ­და და მთელ დღე­ებს ძი­რი­თა­დად სახ­ლში ატა­რებ­და, ხოლო დე­და­მი­სი ვაჭ­რობს და სახ­ლში იშ­ვი­ა­თად უწევ­და ყოფ­ნა.

პო­ლი­ცი­ამ 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. თა­ვი­დან საქ­მე სსკ-ის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აღიძ­რა. თუმ­ცა, რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და – მას მკვლე­ლო­ბის გარ­და, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც ედე­ბა ბრა­ლად.