თაკო ჩარკვიანი – “დიიიიიდი ვალი აქვს სახელმწიფოს პირადად ჩემი ოჯახის, რომელიც ”შეიტყაპუნეს ”

თაკო ჩარკვიანი - "დიიიიიდი ვალი აქვს სახელმწიფოს პირადად ჩემი ოჯახის, რომელიც ”შეიტყაპუნეს ”თაკო ჩარკვიანმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“ეს მინდა ვთქვა, დეზინფორმირებული ადამიანების გამო: მადლობა- მადლიერება, ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას, სრულიად დეზინფორმირებულნი,მაგრამ არავისი არაფერი მართებს ჩვენს ოჯახს, სრულიად, რადგან დიიიიიდი ვალი აქვს სახელმწიფოს პირადად ჩემი ოჯახის, რომელიც ”შეიტყაპუნეს ” ბატონო! ჰოდა, არავისი დახმარება ბატონო, ჩემი ოჯახის ნაშრომი და განადგურებული აღედგინათ და დაებრუნებიათ, მერჩივნა, (არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინეს) მორჩა წერტილი!!!”