თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის გადადგომა მოითხოვა – „გააპრავა“ ბოროტმოქმედება ქალაქის მერმა”

თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის გადადგომა მოითხოვა - „გააპრავა“ ბოროტმოქმედება ქალაქის მერმა”გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი მის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ თბილისის მერმა პრაქტიკულად წაახალისა ძალადობა და ოპოზიციის მხარდამჭერების დევნა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით ის საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის. თაკო ჩარკვიანი მოითხოვს, რომ ამ განცხადების შემდეგ, ქალაქის მერმა თანამდებობა დატოვოს.

„მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს მომავალი ოჯახების შევიწროებისკენ. რა თქმა უნდა ამას ცხადია გაგრძელება ექნება და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ. პრაქტიკულად ოჯახი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. პრაქტიკულად „გააპრავა“ ბოროტმოქმედება მოქმედმა ქალაქის მერმა,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისის აეროპორტში პოლიტიკური მოტივით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმაში მონაწილეობდა თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანიც. დღეს კი ამ ფაქტის შეფასებისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა იმას მოიმკის, რასაც დათესავს.

რუსთავი 2