თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯადღეს, 10 დეკემბერს, საამართლომ ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს, განაჩენი გამოუტანა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დაკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი