თავდაცვის მინისტრი შავლეგო ტაბატაძე გახდება

თავდაცვის მინისტრი შავლეგო ტაბატაძე გახდებათავდაცვის  მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი ჩაანაცვლებს.

არსებული ინფორმაციით,  გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაში უკვე მიღებულია და შავლეგო ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა.

შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გენერალ ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

იმერეთის გუბერნიაში გუბერნატორის თავდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

პრაიმ ტაიმი