თბილისის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია იწყება

თბილისის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია იწყებადღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც.

გაერთიანებული ოპოზიცია უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებს, მათი თქმით ხელისუფლებამ ხალხს არჩევანი მოპარა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ადგილზე ხახვით და კარტოფილით სავსე პარკები მიიტანეს. სწორედ რამდენიმე კილო ხახვი და კარტოფილი იქცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის სიმბოლოდ.