“თბილისში მშვიდობიან აქციაზე მოდიოდა, ეს არის დევნა, ლუკას იარაღი ჩაუდეს” – თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველი სამხედროს ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს

"თბილისში მშვიდობიან აქციაზე მოდიოდა, ეს არის დევნა, ლუკას იარაღი ჩაუდეს" - თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველი სამხედროს ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვსთბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას და “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ მისი ძმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია.

მარინა ჩხეტია აღნიშნავს, რომ დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
“ჩემი ძმა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში საბრძოლო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. უკრაინაში ოპოზიციის აქციების დროსაც დააკავეს, თუმცა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც უკრაინაში აგრძელებდა მოღვაწეობას. დღეს დილით კი დამირეკა გამომძიებლმა და მითხრა, რომ თქვენი ძმა თბილისში არის დაკავებულიო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, ასე უნდა გაეკეთებინათ. მას ჩაუდეს იარაღი! ეს ჩემი ძმის პრდაპირი დევნაა და ამ დევნის შედეგია მისი დაპატიმრება”- განაცხადა დაკავებულისდამ.

ლუკა ჩხეტია სავარაუდოდ გამთენიისას თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, უკრაინის 5 მოქალაქესთან ერთად დააკავეს.
დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ა
სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.