თბილისში სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37.000 დოლარი იპოვა

თბილისში სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37.000 დოლარი იპოვათბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ დედაქალაქში სეირნობისას არც მეტი არც ნაკლები 37 ათასი დოლარი იპოვა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი კარინა ბ. (გოგონამ გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა) 28 ნოემბერს უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, შენიშნა ლამაზი ხე და ფოტოს გადაღება გადაწყვიტა.

“რომ მივუახლოვდი, მიწაზე თეთრი შეკვრა დავინახე, მასში რაღაცა იყო შეხვეული და არანაირად არ ველოდი, რომ იქ დოლარები დამხვდებოდა. მე კურსელი გოგო მახლდა და ორივე შოკში ვიყავით. გადავწყვიტეთ ამის შესახებ პოლიციისთვის გვეთქვა“, – იხსენებს “სპუტნიკ-საქართველოსთან“ კარინა.
ფულის გარდა, შეკვრაში იდო ჩეკი და გოგონებმა იფიქრეს, რომ ის „განძის“ დაბნეული მფლობელის პოვნაში დაეხმარებოდათ. და მართლებიც აღმოჩნდნენ: პოლიციის დახმარებით მათ იპოვეს მამაკაცი, რომელსაც ფული ეკუთვნოდა.

„უზომოდ მადლობელი და ბედნიერი იყო. გვითხრა, რომ ფული ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო და ვერ შენიშნა, როდის ამოუვარდა. თანხა კი სახლის გაყიდვით მიიღო“, – აღნიშნა კარინამ.
გოგონა საერთოდ არ ნანობს თავის საქციელს და მოხარულია, რომ ცდუნებას არ აჰყვა და ფული თავისთვის არ დაიტოვა.

„ამ ფულს ვერ დავიტოვებდი, ის ჩემი არ იყო… იქნებ ეს ფული მისთვის ერთადერთი შანსი იყო, რომ უსახლკაროდ არ დარჩენილიყო“, – ამბობს კარინა.

თბილისი დღეს