თელავისკენ ავტოკოლონა ქვემო ქართლიდანაც დაიძრა

თელავისკენ ავტოკოლონა ქვემო ქართლიდანაც დაიძრასაპროტესტო კოლონა ქვემო ქართლიდან დაიძრა. თელავში საინაუგურაციო ცერემონიის პარალელურად მიმდინარე აქციას ამ რეგიონის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.

თელავისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცავებმა ავტომობილების კოლონა გომბორის უღელტეხილთან არ გაატარეს და გზა გადაუკეტეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა საპროტესტო აქცია თელავში არ გაიმართოს.

რუსთავი 2