“თოფით მოკლა, გვამი ხრამში გადააგდო და მიიმალა”- ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"თოფით მოკლა, გვამი ხრამში გადააგდო და მიიმალა"- ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯესრუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ. დამნაშავედ ცნო.მთავარი საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ.ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. 2018 წლის 5 აგვისტოს, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნიუპოსტი