თურქეთში ანკარა-კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სულ მცირე ორი ვაგონი გადატრიალდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა.
ანკარას პროვინციის გუბერნატორის ვასიფ შაჰინის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.