ტრაგედია ორთაჭალაში – ვინ არის ბაიკერი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა და გარდაიცვალა

ტრაგედია ორთაჭალაში - ვინ არის ბაიკერი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა და გარდაიცვალათბილისში, ორთაჭალაში რამდენიმე საათის წინ, მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 32 წლის ბაიკერი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნიუპოსტი