ციხეში გარდაცვლილი გიორგი ფასიეშვილის ოჯახი ციხის ხელმძღვანელებს მადლობას უხდის

ციხეში გარდაცვლილი გიორგი ფასიეშვილის ოჯახი ციხის ხელმძღვანელებს მადლობას უხდისგუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებთან არანაირი პრეტენზია არა აქვთ.

მათი თქმით, პატიმარი თავად აცხადებდა უარს მკურნალობაზე. გარდაცვლილის დედა და ბებია ამბობენ, რომ ციხის ხელმძღვანელობის მადლიერები არიან, მათი ოჯახის წევრისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევის გამო.

თუმცა სამწუხაროდ, თავად ფასიეშვილმა განაცხადა უარი მკურნალობაზე. როგორც ოჯახი ამბობს, პატიმარს ფსიქიკური სახის პრობლემებიც ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთელი პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასიეშვილი 40 დღიანი შიმშილობის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ის მიმდინარე წლის 31 ივლისს მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

პრაიმ ტაიმი