ცოტნე გამსახურდია – “კვლავ აქ ვართ, ამ ტიალ შენობასთან”

ცოტნე გამსახურდია - "კვლავ აქ ვართ, ამ ტიალ შენობასთან"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“შიმშილობის მეოთხე დღე

კვლავ აქ ვართ, ამ ტიალ შენობასთან. აქ დაიგეგმა ან “გაპრავდა” ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურე და ბოროტება მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში… ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ყველაზე დახურული და ყველაზე უსინდისო მონსტრია!შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გვეშველება, როდესაც მოვა ხელისუფლება, რომელსაც ეყოფა ნება და სითამამე, აქ ჩადენილი საშინელებანი სააშკარაოზე გამოიტანოს და არ გაჰყვეს ცდუნებას – მისდიოს წინამორბედთა გზას!

ჩვენ არაფრის იმედი არა გვაქვს. არც ამათ მორალსა და სინდისზე გვაქვს ილუზიები. შესაბამისად, არც შიში გვაქვს რომ რამე ისე არ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უბრალოდ, ვაკეთებთ, რაც სწორად მიგვაჩნია!

ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მორალურ თანადგომას გვიცხადებს… დიდი მადლობა ყველას ❤
გელით ხვალ, 18 დეკემბერს 4 საათზე, მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე!”