ცოტნე გამსახურდია – “ქიზიყში, ნატროშვილებში, 200 წლის უკან ჩარგული ქვევრის პირას ვისხედით…”

ცოტნე გამსახურდია - "ქიზიყში, ნატროშვილებში, 200 წლის უკან ჩარგული ქვევრის პირას ვისხედით..."ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“მე კარგად ვიცი ქართული სტუმართმოყვარეობის რეალური ფასი და არსი – კარგი ასპექტებიცა და ცუდიც. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სტუმარს ან თავს უქონავენ იმიტომ, რომ რაღაცაში სჭირდებათ, ან “საკუთარ მოედანზე” რაღაც უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ (დამიფაროს მასპინძლობისას მსგავსის კადრებისაგან)…

გუშინ გახლდით ზემო მაჩხაანში, ქიზიყში, ე.წ. ზედაშენზე საქეიფოდ. ტრადიციის მიხედვით,ზედაშენი არის უადრესი საძირკვლის ადგილი, რომლის შესახებ მახსოვრობაც შემორჩენილია შთამომავალთა ოჯახებში, უადრესი წინაპართა ნასახლარის ადგილი. საძირკვლის ამ ფრაგმენტზე აშენებენ ფარდულს ან მარანს, და შემდეგ პერიოდულად გვარი იკრიბება და აღნიშნავენ.
ნატროშვილების გვარის ზედაშენზე ვქეიფობდით.

იშვიათად მინახავს ასეთი ზრდილობიანი, მოსიყვარულე, ტკბილი და მურაბა ადამიანები  :)) მართლაც ძალიან ვისიამოვნე ამ ურთიერთობით <) რამდენიმე, დაახლოებით ორასი წლის უკან ჩარგული ქვევრის პირას ვისხედით, ზაოდიც გვქონდა, მწვადი შევწვით და არაყი გამოვხადეთ ?მამების თაობა – ასე, 60-70 წლის ხალხი, ფერმერები, ხოლო შვილები – უცხოეთში განათლებამიღებული გონიერი ახალგაზრდები იყვნენ.

მოკლედ, იქ ყოფნას არაფერი სჯობდა. თორემ საერთოდ ვცდილობ მოვერიდო უცნობ ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან დალევას ჩემი ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე.

ნატროშვილები, მაჩხაანი, ქიზიყი  <3″