წყნეთში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა

წყნეთში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა9 დეკემბერს, გვიან ღამით, წყნეთში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს.

ყოფილი მაღალჩინოსანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსთა თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების თქმით, სისხლიანი გარჩევა რესტორან “წისქვილთან” მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კიუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

მიხანაშვილის დაჭრის ფაქტი “ნიუპოსტს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. მომხდარ ფაქტზე 117-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.