ვინ არიან რესტორან “წისქვილთან” დაჭრილი სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსნები

ვინ არიან რესტორან "წისქვილთან" დაჭრილი სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსნებიწყნეთში რესტორან “წისქვილთან” სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსნები დაჭრეს. დაჭრილთა შორის არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, ასევე პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების წარმომადგენელი ჭაბუა გუშერაშვილი და პრობაციის სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ჭითანავა.

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ალადაშვილიც, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ პატაკი დაწერა და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინაერეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.