„ვისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და რამდენიმე ლიდერი“ – არჩილ თალაკვაძე

„ვისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და რამდენიმე ლიდერი“ - არჩილ თალაკვაძეთელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას უარი უთხრა აქციის გამართვის ადგილთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის გეგმებს აქციის გამართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კრიტიკულად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებით უარი კიდევ ერთხელ უთხრა.

„ვისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი, რომელთაც ნამდვილად ეშინიათ, თავის მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს უთხრან სიმართლე, რომ მათ წააგეს დიდი უპირატესობით და ასევე, მათ უჭირთ, თავის მხარდამჭერებს უთხრან, თუ რა იქნება მომავალში, თუ რა უნდა გააკეთოს იმ პარტიამ მომავალში, რომლის ადგილიც რეალურად, საზოგადოებამ ამ მომავალში ვერ დაინახა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.