ზაზა სარალიძე სიონის ტაძრიდან საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად წავიდა

ზაზა სარალიძე სიონის ტაძრიდან საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად წავიდახორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად, სიონის ტაძრიდან წავიდა. სარალიძემ სიონის ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვა.

პატრიარქისა და შვილმოკლული მამის საუბრის მთავარი თემა სავარუდოდ დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების პროცესი იქნება. პატრიარქმა ქადაგების დროს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე შვილის სიკვდილის შემდეგ დღეს პირველად ეზიარა