ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა

ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნალაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს გააცნო.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად. დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა