“ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ ვაღიარებთ” – ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის

"ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ ვაღიარებთ" - ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლისგაერთიანებულ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმს პასუხობენ.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ ის მის ლეგიტიმურობას აღიარებს.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება.

„ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიუპოსტი