ადვოკატი თალაკვაძე – ”სასწრაფოს მძღოლს 27 გამოძახება ჰქონდა, ადამიანი დაღლილობისგან შეიძლება გაითიშოს”

ადვოკატი თალაკვაძე - ”სასწრაფოს მძღოლს 27 გამოძახება ჰქონდა, ადამიანი დაღლილობისგან შეიძლება გაითიშოს”არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია, – ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ.

“იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. “რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერპრესნიუსი