”არ უცემია, გრიპი ჰქონდა” – რას ყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ოჯახის წევრი

”არ უცემია, გრიპი ჰქონდა” - რას ყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ოჯახის წევრისანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვლის დედა, ბაბულია ძავაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვი გრიპის გართულების შედეგად გარდაიცვალა და არა დედის ცემის შედეგად.

“გრიპი ჰქონდა, ახველებდა… არ სცემდა, ხმაური რადგან გადიოდა, მეზობლები ამბობენ, რომ სცემდა ბავშვებს. გუშინ დაბანა და დააწვინა, დღეს კი გარდაცვლილი ნახა. ჩემი შვილი და რძალი პოლიციაში იმყოფებიან”- აცხადებს გარდაცვლილის მამინაცვლის დედა.

მანამდე 4 წლის გოგონას მეზობლებმა თქვეს, რომ ბავშვს მშობლები ხშირად სცემდნენ. ერთ-ერთი მეზობლის მტკიცებით, გოგონას დაახლოებით ერთი კვირის წინ, დედა ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვი საავადმყოფოშიც კი ჰყავდათ გადაყვანილი.

მეზობლების თქმით, გოგონა დედის სახლში არ იზრდებოდა. არსებული ინფორმაციით, პატარა ბავშვთა სახლში იზრდებოდა.

“ამ ქალის შვილია, როგორც ჩანს, მას პატარა ბიჭიც ყავს პირველი ქორწინებიდან. რაც შეეხება მესამე ბავშვს, როგორც ვიცი, ის ამჟამინდელი ქორწინებიდან ჰყავს. მამა არ იყო აგრესიული, ის ერთ რამეშია დამნაშავე, როცა ხედავს, რომ სასიკვდილოდ სცემს დედა ბავშვს, ზომები უნდა მიიღოს”- ამბობს მეზობელი.

მისი თქმით, ბავშვის ცემის ფაქტზე პოლიციაც ინფორმირებული იყო.

“ამასწინათაც სცემა ბავშვი, მაგრამ მიჩქმალა. პოლიციას უთხრა, სძინავსო, არადა როცა საბანი გადახადეს სულ დალურჯებული ჰქონდა სახე. დაკითხეს ეს ქალი. ალბათ ბავშვის გაგუდვის ახალი მეთოდი გამოიგონა.

24 საათის განმავლობაში სცემდა ბავშვებს. სულ წივილ-კივილის ხმა ისმოდა. დილით თვითონ გამოუძახებია სასწრაფო, ბავშვი ცუდად არისო,”- აღნიშნავს მეზობელი.