აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის 85.400 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის 85.400 ლარით დაჯარიმებას ითხოვსსახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა, უწეყბა სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არაერთხელ მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს.

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს.

ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული.

სულ აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის 85.400 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.