ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

ორშაბათს სტარტს აიღებს დიდი სლემის პირველი ტურნირი ავსტრალიაში და უკვე ცნობილია თუ ვინ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში. ბასილაშვილი ამერიკელ კრისტოფერ იუბენკს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად რეიტინგში 171-ე პოზიციას იკავებს.

იუბენკსმა საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ავსტრალიის ღია პირველობაზე. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის ამჟამად მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შედის, ამიტომ სავარაუდოდ მას იუბენკსის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019