ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშაავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3:6, 6:3, 7:6, 6:4 დამარცხდა. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.

პირველი და მეორე სეტი ჩოგბურთელებმა გაცვალას და თითო-თითო ბრეიკით იმარჯვეს. მატჩში გარდამტეხი მესამე პარტია გახლდათ, რომელსაც ბერძენი 5:2-ს იგებდა. ნიკამ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა, სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ბასილაშვილს ძალა აღარ ეყო და ოდნავ, რომ გამართლებოდა სეტსაც მოიგებდა. ტაი-ბრეიკზე ნიკას სეტ-პოინტი ჰქონდა 7:6-ს იგებდა, საბოლოოდ ციციპასმა 9:7 მოიგო. აშკარაა, რომ ამ მომენტში თამაშის ბედი მეტწილად გადაწყდა. მეხოთე სეტში 3:3-ზე სტეფანოსმა ბრეიკი შეასრულა და მომედევნო ეტაპზე გავიდა.

მარცხის ერთ-ერთი მიზეზი, სტატისტიკაში რომ ჩავიხედოთ, ნიკას 51 უნებლიე შეცდომაა, როცა მეტოქეს მხოლოდ 26-ი აქვს.

ნიკოლოზმა ავსტრალიაში შარშანდელის მსგავსად ორი წრე გაიარა რითაც 90 სარეიტინგო ქულა დაიცვა და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.