ბენჟამინ პავარი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

ბენჟამინ პავარი ბაიერნის ფეხბურთელი გახდამიუნხენის ბაიერნმა შტუტგარტის ფრანგი მცველი ბენჟამინ პავარი შეიძინა, რომელიც მიუნხენურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. მანამდე პავარი სეზონის ბოლომდე ისევ შტუტგარტის ღირსებას დაიცავს, ხოლო მომავალი სეზონიდან კი ის ბაიერნის ფეხბურთელი იქნება.

პავარმა ფეხბურთის გულშემატკივარს თავი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი ლამაზი გოლით დაამახსოვრა, რომელიც ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პავარის ტრანსფერი ბაიერნს 35 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბში 5 წელიწადს გაატარებს.