ბორჯომის ტყეში 21 წლის ყვიბისელი სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს

ბორჯომის ტყეში 21 წლის ყვიბისელი სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნესბორჯომთან ახლოს, ტყეში, სოფელ ყვიბისში მცხოვრები 21 წლის სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს.

ახლობლების ინფორმაციით, სულხანი ტყეში ცხენით იყო წასული. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ცხენიდან გადმოვარდა, დაცემისას გონება დაკარგა და ტყეში გაიყინა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდება ლომიძის გარდაცვალების მიზეზი.

ინტერპრესნიუსი