ჩილეში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდაჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ექსპერტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის საშიშროება გამორიცხეს. „როიტერის“ ცნობით, განსაკუთრებით დაზიანდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ლა სერენა. დაინგრა ძველი შენობების ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ ჩილე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ძლიერი მიწისძვრები ხშირია. ბოლო პერიოდის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მიწისძვრის სიმძლავრემ 8.8 მაგნიტუდა შეადგინა.