დავით კირკიტაძე – ”მამაჩემზე გაფორმებული ჩემი სახლის გაყიდვა მოინდომეს”

დავით კირკიტაძე - ”მამაჩემზე გაფორმებული ჩემი სახლის გაყიდვა მოინდომეს”დღეს პროკურატურა ამ საქმეს იმიტომ ჩაეჭიდა, რომ ასიამოვნონ ხელმძღვანელს, – ამის შესახებ დავით კირკიტაძემ საკუთარ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმისას განაცხადა. მან საკუთარი საქმის პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა.

“მნიშვნელოვანია ეს საქმე ჩემთვის. გარდა სამართლებრივი კონტექსტისა, არის პოლიტიკური კონტექსტი. პროკურორმა რამდენჯერმე იცრუა და მოწმეების ჩვენებები სხვაგვარად წარმოაჩინა. ასევე, იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის, რომელიც მამაჩემზეა გაფორმებული.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ არანაირი შეხება არ მქონია მე ბულდოზერთან და მსგავს ტექნიკასთან. მე ვიყავი პოლიტიკური პირი. დღეს პროკურატურა ამ საქმეს იმიტომ ჩაეჭიდა, რომ ასიამოვნონ ხელმძღვანელს. ქვემო ქართლში იყო ჩვენი სრული მხარდაჭერა. ფარცხალაძის პროკურატურის წარმომადგენლების ვერც ერთ პოზიციას ვერ გავიზიარებ. ამასთან, ვაპირებ გამოვცე წიგნი, სადაც ყველაფერს ვიტყვი, თუ ვინ კერავს საქმეებს”, – განაცხადა ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძის სიტყვას დარბაზში დამსწრეების ტაში მოჰყვა.