„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა“ – შოთა ხაბარელი

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა“ - შოთა ხაბარელისაქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ძიუდოისტებს შეხვდა. მათთან ერთად საპატრიარქოში პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი იმყოფება. მისი თქმით, ძიუდოს ფედერაციაში არსებული ერთწლიანი დაპირისპირება ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა