“ელექტროშოკი მომადო, დავვარდი მუხლებით. ზურგით დამაგდო და იძალადა. ვტიროდი, ვყვიროდი”

"ელექტროშოკი მომადო, დავვარდი მუხლებით. ზურგით დამაგდო და იძალადა. ვტიროდი, ვყვიროდი"თბილისში ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს. ის ელექტრო შოკით გათიშეს. შემთხვევა გლდანში, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დაზარალებული „კურიერს“ უყვება, რომ უცნობმა პირმა, რომელიც მას ქუჩაში ღამით აედევნა, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით გათიშა და შემდეგ მასზე იძალადა. ახალგაზრდა ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მის სხეულზე ძალადობის კვალი არსებობს.

დაზარალებული მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ახმეტელის მეტროდან რომ ამოვედი, გადმოვჭერი გობრონიძის ქუჩა, შევამჩნიე, რომ ვიღაც მოდიოდა მოშორებით. თავდასხმა ზურგიდან მოხდა. მარცხენა ხელი ყელში წამიჭირა და მარჯვენა ხელით ელექტროშოკი მომადო ყელზე.

დავვარდი მუხლებით. ზურგით დამაგდო და იძალადა. ვტიროდი, ვყვიროდი, რომ დარეკეთ პატრულშითქო,“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლი.

შსს-ს ინფორმაციით, კი პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს.

რუსთავი 2