“ექიმი ნუკრი ბერიშვილი პაციენტმა ნარკოტიკის გამო ცემა, პაციენტი კი სახლში გაუშვეს…” – რას წერს ნინო პოპიაშვილი

"ექიმი ნუკრი ბერიშვილი პაციენტმა ნარკოტიკის გამო ცემა, პაციენტი კი სახლში გაუშვეს..." - რას წერს ნინო პოპიაშვილინინო პოპიაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

“მოკლედ,,, ძალიან გაბრაზებული ვარ,, და კიდევ შეურაცხყოფილი. იმიტომ რომ, დღეს ჩემი კოლეგა ნუკრი ბერიშვილი გახდა თავდასხმის მსხვერპლი პაციენტის მხრიდან. ექიმმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. მას დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, აქვს ტვინის შერყევა. ეს მხოლოდ იმიტომ რომ პაციენტმა თავის ტკივილის გამო მოითხოვა ნარკოტიკი. ეს კიდევ ერთხელ იმის დასტური როგორი დაუცველები ვართ ექიმები.. ველოდებით გამოძიების დასრულებას. იმედი გვაქვს დამნაშავე სათანადოთ დაისჯება. მე მას არ ვიცნობ.. არ ვიცი გვარი.სახელი, თუმცა ვიცი რომ სახლში გაუშვეს. ?????”